ეს არის ქალაქი მონოვი, რომელიც მდებარეობს ნებრასკას ჩრდილოეთ ნაწილში, სამხრეთ დაკოტას საზღვრიდან ხუთი მილის დაშორებით. ქალაქში ერთი ადამიანის გარდა არავინ ცხოვრობს, ეს ადამიანი კი 84 წლის ეილის ეილერი, რომელიც თვითონვე არის ამ ქალაქის მერიც და ბიბლიოთეკარიც. ქუჩებში ხავს მოდებული სახლებია, რომლებიც უპატრონობისგან დალპა და დაიშალა. 1930-იან წლებში მონოვი სიცოცხლით სავსე ქალაქი იყო, ამ დროს კი ეილისი ქალაქიდან მოშორებით ერთ-ერთ ფერმაში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. სწორედ ამ ფერმაშივე გაიცნო თავისი მომავალი ქმარი რუდი. 2004 რუდის გარდაცვალების შემდეგ, მან ეილისს დაუტოვა მთელი ქალაქი. ეილერის ცხოვრება, მართლაც გამორჩეულია. ყოველ წელს ის ტოვებს საგადასახადო უწყებას ქალაქის ერთადერთ ბიზნეს-ობიექტში – თავისსავე ბარში, რეკლამირებას უწევს ქალაქის მერის არჩევნებს, შემდეგ კი საკუთარ თავს აძლევს ხმას. ის ვალდებულია, ყოველწლიურად შეადგინოს მუნიციპალური ბიუჯეტი იმისათვის, რომ სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოს. შემდეგ კი ყოველწლიურად 500 დოლარამდე გადასახადს უხდის საკუთარ ქალაქს იმისათვის, რომ მოაწესრიგოს გარეგანათების სამიოდე ლამპიონი და წყალი. ასევე, როდესაც ის თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ლიცენზიას მოითხოვს, ეილისი მიმართავს ხელისუფლებას, რომლებიც ყველაფერს ქალაქის ადმინისტრაციას უგზავნინა, ადმინისტრაცია კი თვითონ ეილისია. მიუხედავად იმისა რომ ეილისი სრულაიდ მარტო ცხოვრობს მთელს ქალაქში, მას ორი შვილი, 5 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი ჰყავს. ის ამბობს რომ ამ ქალაქის გარეშე ცხოვრება არ შეუძია. აშშ-ს აღწერის მონაცემებით მონოვი ერთადერთი რეგისტრირებული ადგილია სადაც მხოლოდ ერთი ადმაიანი ცხოვრობს.