ჩინეთის ქალაქ ლანფანის მთავარობამ შობის საჯარო ზეიმის არნიშვნა აკრძალა. აკრძალვა ეხება საშობაო დეკორაციებსა და ღონისძიებებს, რომლებიც დღესასწაულს უკავშირდება. მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ მაღაზიებმა არ უნდა ჩაატარონ საშობაო წარმოდგენები და არ ჩაერთონ სარეკლამო აქციებში. სასჯელი ემუქრებათ ასევე ნაძვის ხეების, სანტა კლაუსის ფიგურებისა და სხვა საშობაო დეკორაციების გამყიდველებს. კათოლიკური შობა ჩინეთში დღესასაწაული არ არის, თუმცა საშობაო ატრიბუტიკა ბევრ ქალაქში პოპულარულია.