"ქალაქი ხდება ბლოკირებული, მაღაზიები იკეტება, მსვლელობებია" - ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება - Palitra News

"ქალაქი ხდება ბლოკირებული, მაღაზიები იკეტება, მსვლელობებია" - ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

2019-05-25 16:38:00+04:00

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა გელა ბაძგარაძემ „პალიტრა ნიუსთან" განაცხადა, მათ სოლიდარობა ზესტაფონის "ფეროს" და ტყიბულის შახტის თანამშრომლებმა გამოუცხადეს და აქციას შეუერთდნენ. მისი თქმით, კომპანიას ვადა 27 მაისამდე მიეცა. მისი თქმით, მაღაროელები ასევე აგრძელებენ შიმშილობას, სამს კი პირი კვლავ ამოკერილი აქვს.მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.