გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ანგარიში და ასევე, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული ქარხნების შედეგები. აღინიშნა, რომ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ქალაქ რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს.