დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ცხადია, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდს საკუთარი დღის წესრიგი აქვს და „ოპოზიციური პარტიების უთანხმოებასა და გადაწყვეტილებების ვერმიღებაში“ ჩარევას არ აპირებს.
რაც შეეხება ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს, კალაძე ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციის კანდიდატებს, რადგან ისანში „ქართული ოცნების“ კანდიდატი „კახი კახიშვილი უალტერნატივოა“.