თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახი კალაძის მხრიდან გაჟღერებული სამშენებლო მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები დეპუტატებმა შეაფასეს. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მხრივ თბილისს ყველა იმ ქალაქმა უნდა მიბაძოს, სადაც ინტენსიური მშენებლობები მიმდინარეობს.
ამასთან, "ქართული ოცნების" დეპუტატის აზრით, სამშენებლო მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები იქნება სტიმული, რომ ქალაქის განაშენიანება სწორად წარიმართოს, არ იყოს ქაოტური და იყოს უფრო ორგანიზებული. ასევე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განხადებით, სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით თბილისის მერმა იდეალური გადაწყვეტილება მიიღო.