კალაძის ინიციატივა: გაიმართოს ამხანაგური თამაში აფრიკელი სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის - Palitra News

კალაძის ინიციატივა: გაიმართოს ამხანაგური თამაში აფრიკელი სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის

2018-04-10 12:12:00+04:00

თბილისის მერი ინიციატივით გამოდის, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს. ასეთი შეხვედრის ორგანიზებით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმართა.შეგახსენებთ, რომ აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

იხილეთ: "გიორგის ხელი კრეს, ძირს დააგდეს და რომ არა მეზობლები, არავინ იცის ეს რით დამთავრდებოდა" - თვითმხილველი დიღომში მომხდარ ფაქტს იხსენებს