დედაქალაქის მერ კახა კალაძის ინფორმაციით თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომარაგების უზრუნველსაყოფად შესაბამისი კომპანია უახლოეს დღეებში შეირჩევა. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც კომპანია „ნილს“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები რამდენიმე ახალ კომპანიასთან, მანამდე კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვებას თავად ბაღები უზრუნველყოფენ. როგორც კალაძემ განაცხადა მერიამ საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტაციების შედეგად კვების რაციონზე საკმაოდ ბევრი იმუშავა და კვების რაციონი, რომელიც დღეს ბაღებში არის წარმოდგენილი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.