ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი.
დედაქალაქის მერის კახი კალაძის თქმით, პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის სამუშაოების ბოლო ეტაპი.
ხვალიდენლ პრეზენტაციაზე მერია იპოდრომზე ცენტრალური პარკის მშენებლობის დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებას და მშენებლობის ზუსტი თარიღის დასახელებას გეგმავს.