დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი ოქტომბრის თვიდან დაიწყება. მიკროავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და გამარჯვებულ კომპანიასთან 18 სექტემბერს ხელშეკრულება გაფორმდა. კახა კალაძის თქმით, 300 ერთეული მიკროავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა.