თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, მერიას ექნება ზუსტი ციფრი, თუ რამდენი იქნება 2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
კალაძემ აღნიშნა, რომ მისი მეთაურობით ყველაფერი კეთდება, რომ ახალი ბიუჯეტი განსხვავებული იყოს და თბილისში უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეძლონ.