თბილისის მერია მშენებლობებზე ზედამხედველობის გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიდგომების გამკაცრება აუცილებელია, რათა მშენებლობებზე დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. როგორც კალაძემ აღნიშნა, აუცილებელია, ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და სამუშაო პროცესის გადამოწმება. კალაძემ საკუთარ მოადგილეს, მთელი ქალაქის მასშტაბით ე.წ. რეიდების დიდი სიხშირით ჩატარებაც დაავალა.