თბილისის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრები მივიდნენ. ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე და მარიკა დათუკიშვილი მერიაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა თვიდან მერიის დაცვის სამსახური მათ სხდომათა დარბაზში არ უშვებდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, ისინი მერიაში კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ მივიდნენ.