კახა კალაძეს არ აწყენდა ბოდიშის მოხდა ეთნიკური ნიადაგის ხსენების გამო, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსში" განაცხადა. ბერძენიშვილმა ბათუმში განვითარებული მოვლენები შეაფასა. ოპოზიციის და ხელისუფლების პასუხიმგებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საშინელება თქვა, როდესაც განაცხადა, რომ ბათუმში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.