ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითრებული მოვლენები და ანაკლის პორტის პროექტი ერთმანეთთან კავშირში არ არის. კალაძის განცხადებით, ხელისუფლება პროექტის მშენებლობას ხელს მაქსიმალურად უწყობს.