კახა კალაძე სუს-ის მეთოდებით - შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობს ბინძური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, რაც არ გაუვა-ამის შესახებ ” ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განცხადა.როგორც პარტიაში აცხადებენ, საქმე ეხება, 5 ივლისს, ” ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა კოკაიას სახლში ჩატარებულ ჩხრეკას. დეკანოიძის შეფასებით, ეს არის შანტაჟი და ზეწოლა ენმ-ის კანდიდატზე.