"თბილისის მომავალი - მდგრადი განვითარება, თუ კრიზისი?" - ამ სახელწოდების კონფერენციის ფარგლებში დედაქალაქის მერი კახი კალაძე სამეცნიერო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. თბილისის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კალაძემ, ქაოტური მშენებლობები დაასახელა. მერის თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაწყებულია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მათ შორის ეკონომისტები, ეკოლოგები, ურბანისტ-არქიტექტორები. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, დედაქალაქის სწორად განვითარების მთავარი წინაპირობა, მერიასა და სხვადასხვა სექტორს შორის ერთობლივად მუშაობაა.