თბილისის მერი სპეციალისტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული. შესაბამისად, როგორც კახა კალაძე ვარაუდობს, ეროვნული ბანკი საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს კურსის გასამყარებლად.
კახა კალაძის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი და მძიმე. კალაძეც ლარის კურსის დევალვაციის მიზეზებად საპროტესტო აქციებს, ტურისტების შემცირებულ ნაკადს, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს და გარე ფაქტორებს უკავშირებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით კი, ლარს პირველრიგში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა.