04:19
22 ოქტომბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Newsroom
კალაძე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების ინტერესების დამცველად - გიორგი ვაშაძე
06-10-2020

მე გეტყვით, რომ კალაძე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების ინტერესების დამცველად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვაშაძემ განმარტა, რომ მისი პარტიის წევრები ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ, მაგრამ მხოლოდ თბილისში მათ სახელზე 100 000-ლარამდე ჯარიმა გამოიწერა.

„ქალაქ თბილისის მერი იცავს საბანკო მონოპოლიებს იმიტომ, რომ წილი მისდით იქიდან. ჯამურად 100 000 ლარი ჩვენზე არის გამოწერილი და ჩვენც გამოვწერეთ დედაქალაქის მერის სახელზე, მაგრამ მთავარია რას შეეხება ეს ყველაფერი?! ეს შეეხება საპენსიო სესხებზე პროცენტის ჩამოწერას. ჩვენ 80 000 ხელმოწერა უკვე შევაგროვეთ და ვასაბუთებთ, რომ ჩვეულებრივი მონოპოლისტია „ლიბერთი ბანკი“, რომელსაც აქვს კაბალური პირობები პენსიონერებისთვის. პენსიონერი რომ მივიდეს სხვა თუნდაც მიკროსაფინანსოში უბრალოდ მას უზრუნველყოფის დადება არ შეუძლია, რადგან მას პენსია ერიცხება „ლიბერთი ბანკში“ და მაგალითად ძროხა დააგირავა, ამას უკვე 21%-ად აძლევენ სესხს და „ლიბერთი ბანკში“ 36%-ია სესხებზე. ამაზე ვაგროვებდით ხელმოწერებს მთელ საქართველოში და 100 000 ლარამდე მარტო თბილისშია გამოწერილი ჯარიმა ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციაზე. ეს არის პირდაპირი ხელშეშლა. გვაქვს ბანერ-კარავი, რომელსაც მოხალისეები დადგავენ, აგროვებენ ხელმოწერებს, მერე აიღებენ ამ კარავს გადაიტანენ სხვა ადგილზე და ა.შ. ესენი ამბობენ, რომ კარვის გამო გამოიწერა ჯარიმები, მაგრამ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადეს დასკვნები, რომ ეს არის ჩვეულებრივი გამოხატვის თავისუფლება და ეს მანიფესტაციის კანონით რეგულირდება და აქ არ არის არანაირი დარღვევა. მე გეტყვით, რომ კალაძე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების ინტერესების დამცველად. მას პირდაპირ ვამბობ და ხელს ვადებ, რომ მას პასუხი მოსთხოვა სწორედ ბანკებმა, რომ შეჩერებულიყო ეს პროცესი იმიტომ, რომ ამას ექნება ძალიან დიდი გამოხმაურება პენსიონერების მხრიდან და არამარტო პენსიონერების მხრიდან. ჩვენ ეს დავასაბუთეთ, რომ ეს არის უკანონო, მონოპოლია მისცა ხელისუფლებამ „ლიბერთი ბანკს“, მონოპოლია ხელში აქვს ჩაგდებული „ლიბერთი ბანკს“, რამდენსაც უნდა იმდენს გამოწერს პროცენტს და ახდევინებს პენსიონერებს ამას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძის განცხადებით, გუშინ მერიის წინ გამართულ აქციაზე პოლიცია ახალგაზრდებს „ეკაჩავა“.

AutoPlay
გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, 3 მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს - გია ხუხაშვილი
20-10-2020
Newsroom: პანდემია და პოლიტიკა - პარტიების რეიტინგები და რეალისტური მოლოდინები
20-10-2020
ჩვენ გვღუპავს ზედმეტი აჟიოტაჟისკენ მიდრეკილება და ხიბლი, რომ გავიმარჯვეთ და საუკეთესოები ვარ, როდესაც არაფერი გამოგვივლია - ექსპერტი
19-10-2020
Newsroom: გადაცემის სტუმრები არიან დავით გზირიშვილი და გიორგი მშვენიერაძე
19-10-2020
მე ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი, რაც ბევრს არ მოეწონება - გიორგი ფხაკაძე განმარტავს რა არის საქართველოს ერთადერთი გამოსავალი კორონავირუსთან ბრძოლაში
16-10-2020
ყველაზე ძლიერი ახლა გველოდება - როდის უნდა ველოდოთ მესამე ტალღას?
16-10-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები