კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW) აჭარაში, კერძოდ ქედაში ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ყიდის. საწარმოს საწყისი გასაყიდი ღირებულება 4 მილიონ 200 ათასი ლარია, „ბიჯი“ 42 ათას ლარს შეადგენს. ცნობისთვის, აუქციონი 16 აგვისტოს დასრულდება.პირობების მიხედვით, საწაროს ახალმა მფლობელმა გარკვეული ვადით პროფილი უნდა შეინარჩუნოს, გადაამუშავოს არანაკლებ 220 ტონა ხილი, დაასაქმოს არანაკლებ 20 ადამიანი და 2019 წლის ბოლომდე სასაწყობე მეურნეობის მოწყობის მიზნით უნდა განახორციელოს არანაკლებ 150 ათასი ლარის ინვესტიცია.
საწარმო ,,აგრო ქედა“ „ნენა“-ს ბრენდით ხილის გადამუშავებით მიღებულ პროდუქციას აწარმოებს, ის 2015 წლის აგვისტოს სახელმწიფოს ხელშეწყობით გაიხსნა. „ნენა“ აწარმოებს - ჯემებს, კომპოტებს, მურაბებს, თაფლს, ტყემლებსა და საწებლებს.