საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახი კახიშვილის განცხადებით, ის „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ნაწილს მხარს არ უჭერს.
როგორც მან პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საკრებულოებისა და თვითმმართველობების არჩევნებში მაჟორიტარული ნაწილის შეკვეცით, პოლიტიკოსი ხალხს უფრო მოწყდება.
კახიშვილის თქმით, ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები არანაირ კავშირში არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან.