ავარია კახეთში - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა, ავტო-საგზაო შემთხვევის კიდევ ერთი მონაწილე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტი დედოფლისწყაროში მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მირკოავტობუსი შეეჯახა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცები ადგილზე დაიღუპნენ. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარს სამართალდამცველები იძიებენ.