კახეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა - Palitra News

კახეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა

2020-07-16 09:03:49+04:00

სტიქიამ კახეთის რეგიონში პობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყვარელი და თელავი დააზარალა. დასეტყვილია ვენახები. წაქცეულია ხეები, რის გამოც, თელავიდან ყვარლის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.