ოცწლიანი პაუზის შემდეგ სამთაწყაროსა და ფიროსმანის სავარგულები მოირწყა.
საქართველოს მელიორაციამ კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში: აშენდა ახალი სატუმბი სადგურები; სარწყავი სისტემის 16-კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; დაზიანებული რკინა-ბეტონის ფილების სანაცვლოდ მოეწყო მონოლითური არმირებული ბეტონი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების ფიროსმანისა და სამთაწყაროს 1000- ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი.
საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში აღდგენილი სარწყავი სისტემა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.