თელავის რაიონის სოფელ შალაურში სამი ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულებს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვთ მიყენებული. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავდმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება, ორ მათგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევამდე ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.