00:57
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, მოსავლის თითქმის 40% უკვე დაბინავებულია
15-09-2021

14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 40%-ია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, რთველის პროცესში დღემდე 136 ღვინის საწარმო იყო ჩართული. სააგენტოს ცნობით, კახეთში, მევენახეებმა, ყურძნის რეალიზაციით 90 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს. მოსავლის რეალიზაცია 10 ათასამდე მევენახემ მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებსა და ღვინის მწარმოებლებზე. რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 90 თეთრს გადაუხდის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები