კახეთში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყურძნის გადამამუშავებელი 3 საწარმო შენდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებიდან, თითოეული მიიღებს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობას. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ, სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ.