14:18
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კახეთში ყურძენი საწარმოებს 2 ათასმა მევენახემ ჩააბარა
12-09-2019

12 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 23 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. მათ შორის 10 ათას 700 ტონა რქაწითელი, 7 ათას 500 ტონა საფერავი, 2 ათას 400 ტონა კახური მწვანე, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის საწარმოებს ყურძენი უკვე 2 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი რაოდენობით - 7 ათას ტონამდე ყურძენი  სიღნაღის მუნიციპალიტეტშია გადამუშავებული, სადაც დედოფლისწყაროსთან ერთად, ტრადიციულად იწყება კახეთში ყურძნის კრეფა. წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები