კახეთში, ნაფარეულის მოსახლეობას ყურძნის მოსავლის შესაბამის ფასში ჩაბარების პრობლემა აქვს. "ევროპული საქართველოს" ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან და თელავის მერობის კანდიდატთან ლელა მენთეშაშვილთან საუბარში მოსახლეობა ამბობს ,რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორია გაურკვეველ ზონებად დაყო და ყურძნის ფასი , ამის მიხედვით დააწესა.ევროპული საქართველოს წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე მოსახლეობა სოფლის სხვა პრობლემებზეც საუბრობს. ახალგაზრდები , სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას რამდენიმე წელია ითხოვენ , მაგრამ პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.