18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 92 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა.„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ცნობით, რთველის დაწყებიდან, ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 10 ათას 200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 145 მილიონ ლარს მიაღწია. სააგენტოს განცხადებით, „რთველი 2018“-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 225 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი კი 175-მა ღვინის კომპანიამ გადაამუშავა.