00:51
24 სექტემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
16-09-2020

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან ერთი დაკავშირებულია მატანის კლასტერთან, ორი გამოვლიდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ინფიცირებულები შსს-ს თანამშრომლები არიან. მათ ვირუსი გეგმური ტესტირებისას დაუფიქსირდათ. ორივე მათგანს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.

მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხში, რომელიც დაკავშირებულია აჭარაში მოგზაურობის ისტორიასთან. დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 13, ხოლო კახეთის რეგიონის მასშტაბით 28 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, სოფლის შესასვლელ- გასასვლელში, სპეციალურად მოწყობილ კარვებში რჩებიან ეპიდემიოლოგები და ადგილობრივებს ტესტირებას უტარებენ, სამართალდამცველები კი მგზავრებს თერმოსკრინინგზე ამოწმებენ.

კახეთიდან ლაბორატორიაში კვლევისთვის გაგზავნილი ნიმუშებიდან 520 ბიოლოგიური მასალის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები