კახეთში კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს - Palitra News

კახეთში კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

2021-08-18 12:06:22+04:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები კახეთის რეგიონში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ. ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. ამ დროისათვის 3500 ჰა ფართობია დამუშავებული.

სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სულ 20 000–მდე ჰა ფართობის დამუშავებაა დაგეგმილი. ტრანსმისული დაავადებების გადამტან მწერებთან ბრძოლის ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.