გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან განიხილა. მინისტრის ინფორმაციით, ყურძნის კრეფა ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. აღსანიშნია, რომ წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რამაც, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს.