კახეთში ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ბუნების კონსერვაციის და მდგრადი გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტის შექმნის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს . პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გერმანიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება.
ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ომალოს, დართლოს, შენაქოსა და ჯვარბოსლის თემების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებებზე დაყრდნობით, დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, ეკოტურიზმის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ტყისა და მიწათსარგებლობის, ტრადიციული ხელსაქმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებებით.
ბიოსფერული რეზერვატი შექმნა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რეგიონში ახალ შესაძლებლობების განვითარებას.