თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს ავტომობილში ორო მგზავრი იმყოფებოდა. ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ერთ-ერთს ლოკალური დამწვრობა აღენიშნება, მეორეს კი სხეულის 20 % აქვს დამწვარი.