წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის საერთო მოცულობიდან, დაახლოებით 15 000 ტონა საექსპორტოა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო მაჩვენებელმა 13 256 ტონა შეადგინა. ექსპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდიოდა. კერძოდ: 10 777 ტონა.