კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 10 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 3 ათას 600 ტონამდე საფერავია, 2 ათას 400 ტონა რქაწითელი, ათას 500 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
წელს კახეთში ჯამში, 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს.
დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში 23 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში კი 160 ღვინის მწარმოებელი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.