კახეთის რეგიონში აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. ამ ეტაპზე, შემოსულია 1200-ზე მეტი შეტყობინება; ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. ამასთან, 2019 წლის ივნისის თვის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 11,173 პოლისი, ხოლო პროგრამაში ჩართულია 5,898 ბენეფიციარი.