კახეთში 40 წლის ქალი დაიწვა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მეზობლებმა კვამლი შენიშნეს და შესაბამის სამსახურს გამოუძახეს. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი ასანთის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც ცეცხლი მის ტანსაცმელს მოედო და საწოლზე გავრცელდა. მან მეზობლების დაძახება ვერ შეძლო, რადგან ის ლოგინად იყო ჩავარდნილი და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა.