კახეთის სატყეო სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა. ინვენტარი რეგიონს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებმა გადასცეს. ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა არამხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას შეუწყობს ხელს, არამედ უზრუნველყოფს ხანძრის შემთხვევაში ეფექტურ რეაგირებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილებას.