კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა. სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი სოფელ ოსიაურში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ, ხოლო სოფელ მატანში ახლადაშენებული ამბულატორიის შენობა დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
კახეთის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ ოსიაურის სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, რომელიც 2020 წლის ბოლოს დასრულდება, პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ 200 ათასი ლარია.
რაც შეეხება მატანში ახლადგახსნილ ამბულატორიას, მისი მშენებლობის ჯამურმა ღირებულებამ 72 000 ლარი შეადგინა.