რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 50 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 20,1 ათასი ტონა რქაწითელი, 25,6 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. კახეთის რეგიონში ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 855 მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით ყვარელი ლიდერობს, რომელსაც გურჯაანი, სიღნაღი, თელავი და დედოფლისწყარო მოსდევს.