კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. დღე-ღამის განმავლობაში 800-1000 ტონა ხილი იკრიფება. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოდან 4000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა. მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაეცნო. მინისტრის მოადგილე ხილის სამაცივრე მეურნეობების მფლობელებს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.