ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დაკავებულმა ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმედღიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი დაადგინა.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს