კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული პირი დააკავეს. 15 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს და მიიმალა. სამივე დაშავებული გადაყვანილი არიან კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.