კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პრობლემას გამორიცხავს. პირიქით, გუბერნატორის აცხადებს, რომ ძალიან ბევრი შეხვედრები გაიმართა ხეობის მოსახლეობასთან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დონეზე. მისივე თქმით, როცა ჩნდება ესეთი პრეტენზია, რომ თითქოს არსებობდა კომუნიკაციის ნაკლებობა, მას ექნება ერთი ასეთი მოწოდება - პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა ჩამოაყალიბონ უფლებამოსილ პირთა ჯგუფი, რამდენიმე ადმიანის შემადგენლობით ვინც იქნებიან აღჭურვილი უფლებამოსილებით და რომელთანაც შესაძლებელი იქნება დიალოგის წარმოება ჰესებთან დაკავშირებით.