კახაბერ ცისკარიძეს ბათუმის მერობის კანდიდატად პოლიტიკური პარტია წარადგენს, თუმცა რომელი პარტია, მომღერალი არ აკონკრეტებს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილია , რომ ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ,როგორც ცნობილია, კახაბერ ცისკარიძეს თავდაპირველად ბათუმის მერის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობა სურდა, თუმცა საოლქო კომისიაში შესაბამისი რეგისტრაცია დააგვიანა.