იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აღმოაჩნდა ტემპერატურა, გადაგვყავს ექთანთან დასაყოვნებელ ოთახში, ვუკავშირდებით მშობელს და გონივრულ ვადაში ვთხოვთ, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. თუ მშობელი ვერ მივა ბაღში გონივრულ ვადაში, საქმეში 112 ერთვება, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პილიტNews“-ში განაცხადა.
გვანცელაძე განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესი ბავშვებისთვის გარკვეულ სტრესს მოიცავს და არის სხვა სტრესული მდგომარეობებიც, თუმცა ეს ყველაფერი ბავშვების უსაფრთხოებისთვის კეთდება.
მისივე თქმით, გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მიიყვანოს და გაიყვანოს ბაღიდან.