ავტორიზაციის პროცესის დასაწყებად თბილისის ყველა საბავშვო ბაღი მზადყოფნაშია. აღნიშნულის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა. მთავრობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესსა და კონტროლის განხორციელების სტანდარტებს სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაამტკიცებს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესის და კონტროლის განხორციელების სტანდარტების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს კოორდინირებით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.