კახა საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა - Palitra News

კახა საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

2021-03-23 10:11:21+04:00

კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ საბანაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.

როგორც პოსტში შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე წერს მედიით მისი მისამართით გაჟღერდა გარკვეული სახის ბრალდებები რომელსაც სჭირდება შესწავლა, და სრულყოფილი გამოძიება.

„საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით”- წერს საბანაძე სოციალურ ქსელში.

კახაბერ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა.